- პროექტის სახელწოდება:სერგეი ესენინი და საქართველო.
- პროექტის მთავარი იდეა :ქართულ რუსული კულტურული, ისტორიული,ლიტერატურული ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გაცნობა.
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს არა აქვთ ინფორმაცია რუსი და ქართველი მწერლებისა და პოეტების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ.
- პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნობიან სერგეი ესენინის ცხოვრებასა და შემოქმედებას, მის მეგობრობას ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. გაეცნობიან პოეტის საქართველოზე შექმნილ ნაწარმოებებს.
- მონაწილეთა ასაკი:X კლასი.
- ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე.
- მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები ისაუბრებენ რუსულ ენაზე, გაიმდიდრებენ სიტყვათა მარაგს.ჩაატარებენ კვლევას ესენინის საქართველოში მოგზაურობის შესახებ. მიმოიხილავენ მეოცე საუკუნის ოციანი წლების რუსულ – ქართულ ურთიერთობებს.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:წიგნები, ინტერნეტი,სტატიები, ექსკურსია ტ.ტაბიძის სახლ– მუზეუმში.
- პროექტის მსვლელობა :შემუშავებული გეგმის მიხედვით მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი შესრულებს წინასწარ განსაზღვრულ დავალებას:
- 1. სერგეი ესენინის ბიოგრაფია (ბავშვობა, ყრმობა, სიჭაბუკე, შემოქმედებითი გზის დასაწყისი და ა.შ.) .
- 2.ესენინის შემოქმედების მოტივები .
- 3.ქართველი პოეტები და მწერლები მეოცე საუკუნის 20–იან წლებში. "ცისფერყანწელები".(მიმოხილვა).
- 4.ესენინი საქართველოში.


მოამზადებენ პრეზენტაციებს შესაბამის ფორმატში. მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკით.
- ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:უცხ.ს.V. 1. უცხ.ს.V.7. უცხ.ს.V.9.
:უცხ.ს.V. 10. უცხ.ს.V.12- გ . უცხ.ს.V: 15. უცხ.ს.V 16. უცხ.ს.V. 23. უცხ.ს.V.25.
უცხ.ს.V. 28. უცხ.ს.V.31.
- პროექტის ხელმძღვანელი: მადონა ლომიძე.
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:m.lomidze51@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:madonalomidze.blogspot.com.


